Accessibility links

logo-print

ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე


ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე ერაყის კონსტიტუციის პროექტზე მომუშავე კომისიამ

ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე ერაყის კონსტიტუციის პროექტზე მომუშავე კომისიამ
მიაღწია შეთანხმებას დოკუმენტის საბოლოო ტექსტზე და იგი განსახილველად პარლამენტს წარუდგინა. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ ჰუმან ჰამუდიმ გამოაცხადა. თუმცა, სუნიტი უმცირესობის ზოგიერთი წარმომადგენელი მაინც უკმაყოფილოა კონსტიტუციის პროექტის ტექსტით და აცხადებს, რომ დოკუმენტის გაუქმების მოთხოვნით რეფერენდუმის მოწყობას შეეცდება. ცალკეული ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელთა შორის უთანხმოებას იწვევდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, ქვეყნის ფედერაციული მოწყობის პრობლემა, ქვეყნის კანონმდებლობაში ისლამის როლი და სხვა. თუ ქურთებისა და შიიტების უმრავლესობით წარმოდგენილი პარლამენტი კონსტიტუციის პროექტს დაამტკიცებს, ოქტომბერში ამ დოკუმენტს დასამტკიცებლად გაიტანენ საყოველთაო რეფერენდუმზე.
XS
SM
MD
LG