Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა და


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა და პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელმა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა და პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელმა
მაჰმუდ აბასმა ერთმანეთთან სატელეფონო საუბარში კმაყოფილება გამოთქვეს ღაზის სექტორიდან ებრაელთა დასახლებების ევაკუაციის წარმატებით დასრულების გამო. პალესტინელთა ხელისუფლების წარმომადგენლის, საებ ერექათის ცნობით, შარონი და აბასი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვდებიან ერთმანეთს. დღეს ისრაელის ჯარმა დაასრულა ღაზის სექტორიდან უკანასკნელი ებრაული დასახლების - ნეცარიმის ევაკუაცია. სულ ღაზის სექტორში ებრაელთა 21 დასახლება იყო. ღაზიდან ისრაელის წასვლას მაღალი შეფასება მისცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, რომლის თქმით, წმიდა მიწაზე მშვიდობა მალე, შესაძლოა, რეალობად იქცეს.
XS
SM
MD
LG