Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თქმით, მან დაასრულა ყველა


ისრაელის თქმით, მან დაასრულა ყველა იმ ებრაული დასახლების ევაკუაცია,

ისრაელის თქმით, მან დაასრულა ყველა იმ ებრაული დასახლების ევაკუაცია,
რომელიც პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის გეგმით იყო გათვალისწინებული. სულ 25 დასახლება იქნა ევაკუირებული. 21 - ღაზის სექტორში და ოთხი - მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. არმიის თანახმად, 25-ვე დასახლებაში ყველა შენობის დანგრევას ათი დღე დასჭირდება. დასახლებების ევაკუაცია გეგმით გათვალისწინებულ ვადებზე ბევრად ადრე დასრულდა და მხოლოდ მცირერიცხოვან შემთხვევებში აღინიშნებოდა ძალადობა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, რომელიც აიდაჰოში იმყოფება დასასვენებლად, მაღალი შეფასება მისცა ისრაელის გასვლას დაკავებული ტერიტორიებიდან და განაცხადა, რომ პალესტინელებმა ეფექტიანი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბონ. "ახლა ღაზაში უნდა შეიქმნას მოქმედი მთავრობა, რომელიც პასუხს აგებს ხალხის წინაშე. პრეზიდენტმა აბასმა პირობა დადო, რომ ამოძირკვავს ძალადობას. მას ესმისს, რომ დემოკრატია ვერ იარსებებს ტერორისტების გვერდიგვერდ, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ, კანონი საკუთარ ხელში აიღონ."
XS
SM
MD
LG