Accessibility links

იორდანიამ განაცხადა, რომ გასულ კვირაში


იორდანიამ განაცხადა, რომ გასულ კვირაში მომხდარი წარუმატებელი სარაკეტო თავდასხმა

იორდანიამ განაცხადა, რომ გასულ კვირაში მომხდარი წარუმატებელი სარაკეტო თავდასხმა
იორდანიის წითელი ზღვისპირა ნავსადგურ აქაბაში მდგომ ამერიკის სამხედრო ხომალდებზე "ალ-ყაიდის" ერაყში მყოფმა დაჯგუფებამ განახორციელა. როგორც იორდანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ავნი იერფასმა აღნიშნა წუხანდელ პრეს-კონფერენციაზე, გამოძიებით დადგინდა კავშირი გასულ კვირაში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის მომწყობ ორგანიზაციასა და ერაყში მყოფ "ალ-ყაიდის" დაჯგუფებას შორის, რომელსაც იორდანიაში დაბადებული აბუ მუსაბ ალ-ზარქავი ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG