Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პროტესტი გამოთქვა


შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პროტესტი გამოთქვა ბელორუსიაში ამერიკელი დიპლომატის დაკავების გამო.

შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პროტესტი გამოთქვა ბელორუსიაში ამერიკელი დიპლომატის დაკავების გამო.
მინსკში ამერიკის საელჩოს თანამშრომელი ლაილ მაკმილანი 40 წუთის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული ბელორუს პოლიციელებს ქალაქ გომელში, სადაც მაკმილანი, ზოგიერთი მონაცემებით, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა. ბელორუსიის ხელისუფალნი აცხადებენ, რომ ამერიკელი დიპლომატის მიმართ არანაირ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჰქონია ადგილი. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შინ მაკორმაკმა პრეს-კონფერენციაზე ვაშინგტონში განაცხადა {შინ მაკორმაკის ხმა}: "ჩვენ შეშფოთება გამოვთქვით იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ბელორუსიის ხელისუფლებმა თუნდაც ხანმოკლე დროით დააკავეს ამერიკელი დიპლომატი, რომელიც თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესაბამისად ჩვეულებრივ შეხვედრებს აწყობდა ქალაქ გომელში. ჩვენ ვამცნობთ ბელორუსიის მთავრობას, რომ ღრმად ვართ შეფოთებული მომხდარის გამო". 082502
XS
SM
MD
LG