Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი შიიტების ლიდერი მოქთადა ალ-სადრი


ერაყელი შიიტების ლიდერი მოქთადა ალ-სადრი დღეს გამოვიდა მოწოდებით,

ერაყელი შიიტების ლიდერი მოქთადა ალ-სადრი დღეს გამოვიდა მოწოდებით,
რომ ბოლო მოეღოს შეიარაღებულ შეტაკებებს მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. მის მშობლიურ ქალაქ ნაჯაფში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ალ-სადრმა თქვა, რომ ერაყს დღეს დაუდგა რთული და კრიტიკული პერიოდი, რომლის დროსაც ერის ერთიანობაა საჭირო. მოქთადა ალ-სადრმა მოუწოდა თავის მეტოქე შიიტ ლიდერს აბდულ აზიზ ალ-ჰაქიმს დაგმოს "ის, რაც მისმა მიმდევრებმა მოიმოქმედეს". შეტაკებები ოთხშაბათს დაიწყო, როცა ალ-სადრის წარმომადგენლობები ნაჯაფში აბდულ აზიზ ალ-ჰაქიმის მომხრეებმა დაარბიეს. ქუჩის ბრძოლები ბაღდადს, ბასრას, ნასირიასა და სხვა დასახლებულ პუქტებსაც მოედო. ერაყის პრემიერ-მინისტრმა იბრაჰიმ ალ-ჯაფარიმ სიმშვიდისაკენ მოუწოდა მოსახლეობას და განაცხადა, რომ გუშინდელი ძალადობის ფაქტი საგულდაგულოდ იქნება გამოძიებული. ერაყის პარლამენტში, დღეს, ახალი კონსტიტუციის პროექტზე კენჭისყრაა დაგეგმილი. სუნიტები კვლავინდებურად უარყოფენ ფედერაციული სახელმწიფოს იდეას. ღიად რჩება ბუნებრივი რესურსების განაწილების საკითხიც.
XS
SM
MD
LG