Accessibility links

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების გაუარესების


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების გაუარესების გამო

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების გაუარესების გამო
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ წერილი გაუგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებს. ხაინდრავა თბილისში 2 სექტემბერს საკონტროლო კომისიის სხდომის ჩატარების ინიციატივით გამოდის. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, წერილში ნათქვამია, რომ კონფლიქტის ზონაში ვითარების გართულება გამოწვეულია უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გააქტიურებით და რომ საზოგადოების აღშფოთებას იწვევს ადამიანების გატაცების გახშირება.
XS
SM
MD
LG