Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მოითხოვს ბელორუსიაში დაკავებული ორი


საქართველო მოითხოვს ბელორუსიაში დაკავებული ორი ქართველი მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

საქართველო მოითხოვს ბელორუსიაში დაკავებული ორი ქართველი მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში დაგმობილია ამ მოქალაქეების - გიორგი კანდელაკის და ლუკა წულაძის შეპყრობა: ეს ახალგაზრდები არიან მოძრაობა "კმარას" წევრები, რომლებიც, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბელორუსიაში ოპოზიციურ ახალგაზრდულ ორგანიზაცია "ზუბრთან" თანამშრომლობენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" იუწყება, სახალხო დამცველ სოზარ სუბარის აპარატის ინფორმაციით, ბელორუსიაში დაკავებული ორი ქართველი საიმიგრაციო სამსახურში იმყოფება და განიხილება მათი დეპორტაციის საკითხი.
XS
SM
MD
LG