Accessibility links

სირია ბოლომდე არ თანამშრომლობს გაეროსთან


სირია ბოლომდე არ თანამშრომლობს გაეროსთან, რომელიც ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმეს იძიებს.

სირია ბოლომდე არ თანამშრომლობს გაეროსთან, რომელიც ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმეს იძიებს.
ასეთი განცხადებით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე იბრაჰიმ გამბარი გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მისი თქმით, ოფიციალური დამასკო უარს ამბობს მთელი რიგი საბუთების წარმოდგენაზე და არ აძლევს გამოძიებას უფლებას - ზოგიერთი სირიელი მოქალაქე დაკითხოს ამ საქმესთან დაკავშირებით. რაფიკ ჰარირი ამ წლის 14 თებერვალს დაიღუპა ბეირუთში გზაზე დამალული ყუმბარის აფეთქების შედეგად. ამ მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს სირია.
XS
SM
MD
LG