Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორის ჩრდილოეთში დღეს ათასობით


ღაზის სექტორის ჩრდილოეთში დღეს ათასობით პალესტინელმა იზეიმა ისრაელის ჯარებისა და დასახლებების გასვლა.

ღაზის სექტორის ჩრდილოეთში დღეს ათასობით პალესტინელმა იზეიმა ისრაელის ჯარებისა და დასახლებების გასვლა.
ასობით შეიარაღებულმა და ნიღბიანმა ადამიანმა და ექსტრემისტული დაჯგუფება "ჰამასის" მომხრეებმა, მათი სიტყვებით, აღნიშნეს "წინააღმდეგობის გამარჯვება". ღაზის სექტორიდან და მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან ებრაული დასახლებების ევაკუაცია ოთხშაბათს დასრულდა. დღეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ქალაქ ჰებრონში პალესტინელმა დანით დაჭრა ისრაელი პოლიციელი.
დაჭრილი - საავადმყოფოში მოათავსეს. თავდამსხმელი დაკავებულია. ჰებრონში დაკრძალულია წინასწარმეტყველი აბრამი, რომელსაც თანაბრად ეთაყვანებიან იუდეველებიცა და მუსულმანებიც. ქალაქში საკმაოდ ხშირია ისრაელ პოლიციელებსა და სამხედროებზე თავდასხმის შემთხვევები.
XS
SM
MD
LG