Accessibility links

logo-print

თბილისში ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს


თბილისში ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს ჟურნალისტი, ტელეკომპანია "202"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი შალვა რამიშვილი.

თბილისში ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს ჟურნალისტი, ტელეკომპანია "202"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი შალვა რამიშვილი.
ის ფულის გამოძალვასა და შანტაჟშია ეჭვმიტანილი. როგორც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" იუწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჟურნალისტი დააკავეს პარლამენტარ კობა ბექაურის განცხადების საფუძველზე. "მიმდინარე წლის 26 აგვისტოს სამინისტროს პარლამენტარმა კობა ბექაურმა მიმართა, რომლის განცხადებით, ტელეკომპანია "202"-ის ხელმძღვანელი მას მის შესახებ მომზადებული მაკომპრომეტირებელი მასალის ეთერში არ გაშვების სანაცვლოი 100 ათას აშშ დოლარს სთხოვდა", ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბექაურის განცხადებაზე რეაგირების მიზნით, სამინისტროს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა ოპერაცია: შალვა რამიშვილსა და კობა ბექაურს შორის დიალოგი და ფულის გადაცემა ვიდეოფირზე აღიბეჭდა, შემდეგ კი ჟურნალისტი დაკავებულ იქნა. დაწყებულია გამოძიება.
XS
SM
MD
LG