Accessibility links

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მიესალმება ერაყის კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის დასრულებას და ყოველივე ამას დემოკრატიის მხარდამჭერთა სტიმულს უწოდებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მიესალმება ერაყის კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის დასრულებას და ყოველივე ამას დემოკრატიის მხარდამჭერთა სტიმულს უწოდებს.
შეერთებული შტატების ელჩი ერაყში ზალმაი ხალილზადი კი, კონსტიტუციის პროექტს "მუსლიმანური სამყაროს ყველაზე პროგრესულ დოკუმენტად" მოიხსენიებს. ამგვარი შეფასებები მოჰყვა გაჭიანურებული პროცესის დასრულებას და ერაყის ახალი კონსტიტუციის პროექტის ხელმოწერას. დღეს ერაყის პარლამენტის დეპუტატებმა, ხამნოკლე სხდომაზე, ბოლომდე მოისმინეს ახალი კონსტიტუციის პროექტის ტექსტი. თუმცა კენჭისყრა არ შემდგარა. გავრცელებული ცნობით, საკონსტიტუციო კომისიის სუნიტმა წარმომადგენლებმა უარყვეს ტექსტის შინაარსი, რომელსაც ხელი მხოლოდ შიიტებმა და ქურთებმა მოაწერეს. სუნიტები მიიჩნევენ, რომ ასეთ შემთხვევაში დოკუმენტი კანონიერ ძალას არის მოკლებული. სუნიტთა ლიდერებმა დახმარებისთვის გაეროსა და არაბულ ლიგას მიმართეს. თუმცა ერაყის პრეზიდენტი ამბობს, რომ კონსტიტუცის პროექტი რეფერენდუმისთვის უკვე მზად არის. დოკუმენტისადმი ერაყელი მოსახლეობის დამოკიდებულება 15 ოქტომბერს დანიშნულ რეფერენდუმზე უნდა გამოჩნდეს.
XS
SM
MD
LG