Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი დღეს


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი დღეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრს მანმოჰან სინგს შეხვდა და მათ საუბარში საგანგებო ადგილი დაეთმო რეგიონის უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი დღეს ინდოეთის
პრემიერ-მინისტრს მანმოჰან სინგს შეხვდა და მათ საუბარში საგანგებო ადგილი დაეთმო რეგიონის უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს
შეხვედრის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე, ქაბულში, კარზაიმ პაკისტანსა და ინდოეთს შორის მშვიდობიანი ურთიერთობები რეგიონისთვის სასიცოცხლო საკითხად მოიხსენია და მოუწოდა პაკისტანს, ავღანეთსა და ინდოეთს – ერთობლივი ძალებით ებრძოლონ ტერორიზმს. როგორც მანმოჰან სინგი აღნიშნავს, ინდოეთი ავღანეთის დასახმარებლად მუდამ მზად არის: (მანმოჰან სინგის ხმა) "ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ავღანეთის ეკონომიკა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანაში დემოკრატია ვითარდება და წინ უპრობლემოდ მიიწევს. მზად ვართ გავითვალისწინოთ ნებისმიერი სახის დახმარება, რისი თხოვნითაც ავღანეთის მთავრობა მოგვმართავს. საჭიროა ავღანეთის ხელისუფლებამ და ხალხმა განსაზღვროს – რა სახის დახმარება ესაჭიროებათ. მზად ვართ შესაბამისი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ". ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, მისი ვიზიტის დროს ავღანეთში, განაცხადი უკვე გააკეთა ქვეყნისთვის 50 მილიონი დოლარის გამოყოფის თაობაზე.
XS
SM
MD
LG