Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა


ჩრდილოეთი კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაკ ნამ სუნმა განაცხადა,

ჩრდილოეთი კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაკ ნამ სუნმა განაცხადა,
რომ მრავალმხრივი მოლაპარაკება კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შესაძლოა სექტემბრის შუა რიცხვებში განახლდეს. მოლაპარაკების მორიგი წრე სექტემბრის დასაწყისში იყო დაგეგმილი, მაგრამ ფხენიანმა უარი თქვა მასში მონაწილეობაზე იმის გამო, რომ შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო-საწვრთნელი მეცადინეობა მოაწყეს. მოლაპარაკებაზე, რაც თითქმის 3 წელი გრძელდება,ჩინეთი, რუსეთი, შეერთებული შტატები, სამხრეთი კორეა და იაპონია ცდილობენ ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე დაიყოლიონ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა.
XS
SM
MD
LG