Accessibility links

logo-print

ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ განაცხადა


ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ განაცხადა,

ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ განაცხადა,
რომ ხელს არ მოაწერს სადამ ჰუსეინის სასიკვდილო განაჩენს, თუ სასამართლო სასჯელის უმაღლესი ზომას შეუფარდებს ერაყის ყოფილ პრეზიდენტს. თალაბანიმ აღნიშნა, რომ მზადაა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ ხსენებული განაჩენი მაინც იქნება დამტკიცებული. ერაყის ყოფილი დიქტატორის სასამართლო პროცესი ოქტბმბერში უნდა დაიწყოს, თუმცა სადამ ჰუსეინს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი, 1982 წელს შიიტების მასობრივი დახოცვის ბრალდება აქვს ოფიციალურად წაყენებული.
XS
SM
MD
LG