Accessibility links

ბელგიამ და საფრანგეთმა დღეს გამოაქვეყნეს


ბელგიამ და საფრანგეთმა დღეს გამოაქვეყნეს იმ ავიაკომპანიების სია,

ბელგიამ და საფრანგეთმა დღეს გამოაქვეყნეს იმ ავიაკომპანიების სია,
რომლებსაც აეკრძალებათ ამ ორი ქვეყნის აეროპორტებით სარგებლობა, რაც უშიშროების უზრუნველყოფის მიზნითაა განპირობებული. როგორც ბელგიის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, შავ სიაში შეტანილია 9 ავიაკომპანია, ძირითადად აფრიკის ქვეყნებიდან. სიაში შეტანილია ასევე სომხეთის 1 და ერთიც უკრაინის ავიაკომპანია. საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყნის აეროპორტებით სარგებლობა აკრძალული აქვს აფრიკის, თაილანდის, ჩრდილოეთი კორეისა და შეერთებული შტატების, სულ 5 ავიაკომპანიას.
XS
SM
MD
LG