Accessibility links

logo-print

გერმანიის პრეზიდენტი ჰორსტ კოელერი პოლონეთს


გერმანიის პრეზიდენტი ჰორსტ კოელერი პოლონეთს ეწვია სამდღიანი ვიზიტით,

გერმანიის პრეზიდენტი ჰორსტ კოელერი პოლონეთს ეწვია სამდღიანი ვიზიტით,
სადაც სოციალისტური ბანაკის ისტორიაში პირველი დამოუკიდებელი პროფკავშირის, "სოლიდარობის" დაარსების 25-თე წლისთავის აღსანიშნავ ზეიმში მიიღებს მონაწილეობას. კოელერი ორმხრივ ურთიერთობათა საკითხებს განიხილავს თავის პოლონელ კოლეგასთან, ალექსანდრ კვაშნევსკისთან მოლაპარაკებისას. "სოლიდარობის" დამსახურებად მიიჩნევენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იმგვარი მოვლენების დაწყებას, რასაც ბოლოს საბჭოთა კავშირის დანგრევა მოჰყვა შედეგად. კოელერი, რომელიც 1943 წელს დაიბადა ნაფისტების მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ პოლონეთის ერთ-ერთ სოფელში, ვიდრე მისი ოჯახი გერმანიაში გაიქცეოდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ვარშავის გეტოსა და ვარშავის აჯანყების გმირთა ხსოვნას მიაგებს პატივს.
XS
SM
MD
LG