Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერ კიდევ ძნელია შეერთებულ შტატებში


ჯერ კიდევ ძნელია შეერთებულ შტატებში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რიცხვის დადგენა.

ჯერ კიდევ ძნელია შეერთებულ შტატებში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რიცხვის დადგენა.
გრიგალი "კატრინი", რომელიც დაატყდა ამერიკას, შესაძლოა ყველაზე დამანგრეველია ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე. ვარაუდობენ, რომ ასობით ადამიანი შეიძლება დაღუპულიყო. გრიგალმა ნგრევა გამოიწვია მექსიკის ყურეში მდებარე სამ შტატში - ლუიზიანაში, მისისიპისა და ალაბამაში. მარტო ლუიზიანაში მილიონზე მეტი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. ქალაქი ნიუ ორლეანი თითქმის მთლიანდ დაიტბორა. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა სტიქიურ უბრდურებასთან დაკავშირებით განაცხადა: [ანანის ხმა] "მე ვიცი, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ყოველ ღონეს ხმარობს, რათა დაეხმაროს "კატრინის" მსხვერპლთ. ჩვენ ვიხილეთ აბობოქრებული ბუნების ჭეშმარიტი ძალა და ვნახეთ, რას უქადის იგი ადამიანებს. იმედი მაქვს, რომ უახლოეს კვირებში ყველაფერი გაკეთდება იმათთვის, ვინც ამას საჭიროებს."
XS
SM
MD
LG