Accessibility links

დღეს ბაღდადში, მდინარე ტიგროსზე გამავალ


დღეს ბაღდადში, მდინარე ტიგროსზე გამავალ ხიდზე მომხდარი ჭყლეტის დროს,

დღეს ბაღდადში, მდინარე ტიგროსზე გამავალ ხიდზე მომხდარი ჭყლეტის დროს,
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სულ ცოტა 840 ადამიანი დაიღუპა; სამასზე მეტი დაიჭრა. ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაიან ბაქერ სოლაღმა მომხდარს "ტერაქტი" უწოდა. მისი თქმით, ტერორისტმა გაავრცელა ხმა, რომ ხიდზე თვითმკვლელი აპირებდა თავის აფეთქებას, რასაც ხალხში პანიკა მოჰყვა. მრავალათასიანი ბრბო, შიიტების რელიგიურ ცერემონიაზე დასასწრებად მეჩეთისკენ მიემართებოდა. დაღამების მიუხედავად მაშვლები განაგრძობენ ხიდზე და მდინარე ტიგროსში დაღუპულთა ძებნას. ერაყის პრემიერ-მინისტრმა იბრაჰიმ ჯაფარიმ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG