Accessibility links

logo-print

დღეს 25 წელი შესრულდა პოლონეთში


დღეს 25 წელი შესრულდა პოლონეთში დამოუკიდებელი პროფკავშირის "სოლიდარობის"დაარსებიდან;

დღეს 25 წელი შესრულდა პოლონეთში დამოუკიდებელი პროფკავშირის "სოლიდარობის"დაარსებიდან;
"სოლიდარობისა", რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმების დამხობაში. ქალაქ გდანსკში, სადაც 1980 წლის 31 აგვისტოს, გემთმშენებელ ქარხანაში მომხდარი გაფიცვის შემდეგ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში პირველი დამოუკიდებელი პროფკავშირი "სოლიდარობა" დაარსდა, ზეიმით აღნიშნავენ ამ თარიღს. ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზუმ, "სოლიდარობას", ევროპისა და მთელი მსოფლიოს დემოკრატიული ძალების მამოძრავებელი ძალა უწოდა. გდანსკში გამართულ ცერემონიაზე, "სოლიდარობის" პირველმა ლიდერმა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ლეხ ვალენსამ განაცხადა: [ლეხ ვალენსას ხმა] "ჩემმა თაობამ, ფაქტობრივად ძალადობისა და სისხლისღვრის გარეშე შეცვალა სისტემა, და არა მარტო სისტემა, არამედ მთელი ეპოქაც. მარტივად რომ ვთქვათ, აქ ჩვენ, გდანსკში, კბილები ჩავუმტვრიეთ დათვს, რათა მან ვეღარ შეძლოს ნაგლეჯებად აქციოს ისინი, ვინც თავისუფლებისკენ მიილტვოდა".
XS
SM
MD
LG