Accessibility links

ქალაქ ბესლანში მომხდარი ტერორისტული აქტის


ქალაქ ბესლანში მომხდარი ტერორისტული აქტის წლისთავთან დაკავშირებით ჩრდილოეთ ოსეთში სამ სექტემბრამდე სამგლოვიარო ღონისძიებები მოეწყობა.

ქალაქ ბესლანში მომხდარი ტერორისტული აქტის წლისთავთან დაკავშირებით ჩრდილოეთ ოსეთში სამ სექტემბრამდე სამგლოვიარო ღონისძიებები მოეწყობა.
ნომერ პირველი სკოლის შენობასთან, რომელიც ერთი წლის წინ დაიკავა ჩეჩენ სეპარატისტთა ჯგუფმა, ყვავილების თაიგულებითა და ანთებული სანთლებით ხალხი პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას. სასაფლაოზე, სადაც ტერორისტული აქტის შედეგად დახოცილები განისვენებენ, გაიხსნება ძეგლი "მწუხარების ხე". დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად რუსეთის ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. ტერორისტულმა აქტმა, ბესლანში, 330-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა; დაღუპულთა ნახევარზე მეტს - ბავშვები შეადგენდნენ.
XS
SM
MD
LG