Accessibility links

logo-print

ბალტიის ზღვისპირა ქალაქ გდანსკში, პოლონეთზე


ბალტიის ზღვისპირა ქალაქ გდანსკში, პოლონეთზე ნაცისტური გერმანიის თავდასხმის 66-სე წლისთავი აღინიშნა დღეს.

ბალტიის ზღვისპირა ქალაქ გდანსკში, პოლონეთზე ნაცისტური გერმანიის თავდასხმის 66-სე წლისთავი აღინიშნა დღეს.
პოლონეთზე თავდასხმა მეორე მსოფლიო ომის დაწყების მომასწავებელი გახდა. ამ თარიღის აღსანიშნავად გდანსკის ნავსადგურში მდგომ სამხედრო ხომალდებზე ერთი წუთის განმავლობაში ისმოდა საყვირის ხმა. ცერემონიალს გდანსკში პოლონეთისა და გერმანიის პრეზიდენტები ალექსანდრ კვაშნევსკი და ჰორსტ კოელერი უძღვებოდნენ. მათ ყვავილების თაიგულებით შეამკეს ომში დაღუპულთა მემორიალური ძეგლი. მეორე მსოფლიო ომმა 50 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG