Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიიტ მაჰმადიანთა მასობრივ დაღუპვასთან დაკავშირებით


შიიტ მაჰმადიანთა მასობრივ დაღუპვასთან დაკავშირებით, რაც ოთხშაბათს მოხდა ბაღდადში, ერაყში სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა.

შიიტ მაჰმადიანთა მასობრივ დაღუპვასთან დაკავშირებით, რაც ოთხშაბათს მოხდა ბაღდადში, ერაყში სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა.
მდინარე ტიგროსზე გადებულ ხიდზე მომხდარი ჭყლეტვის შედეგად ათასამდე ადამიანი დაიღუპა, 450-ზე მეტი - დაიჭრა. დაღუპულთა უმრავლესობა - ქალები, ბავშვები და ხანდაზმული ადამიანებია. პანიკა მორწმუნეებს შორის, რომლებიც მეჩეთისკენ მიემართებოდნენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც მრავალათასიან ბრბოში გავრცელდა ხმა თვითმკვლელი ფანატიკოსის შესახებ, რომელსაც თავი უნდა აეფეთქებინა. აი როგორ აღწერა ტრაგედიის შემდგომი პერიოდი მოჰამად ქაიზიმ, რომელიც იმ ხიდის მახლობლად ცხოვრობს, სადაც საბედისწერო ჭყლეტვა მოხდა {მოჰამად ქაიზის ხმა}: "დაღუპულთა ოჯახები მიმდებარე სახლებში რჩებოდნენ მზის ჩასვლამდე; ბავშვების გვამები - მეჩეთთან მიჰქონდათ. ძნელია აღწერო ყოველივე ეს. ესაა საშინელი უბედურება ყველა მუსულმანისთვის". 090107 გამოითქმის ვარაუდი, რომ ჭყლეტვა - სუნიტი მეამბოხეების ქმედებამ გამოიწვია.
XS
SM
MD
LG