Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა


ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ამთავრებენ მუშაობას დეკლარაციაზე,

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ამთავრებენ მუშაობას დეკლარაციაზე,
რომელიც, ცნობების თანახმად, შეიცავს მოთხოვნას თურქეთის მიმართ, მოაგვაროს ურთიერთობა კვიპროსთან. ნათელი არ არის, მიემხრობა თუ არა ევროკავშირის წარმომადგენელი 25-ვე მინისტრი ამ დეკლარაციას. მინისტრების არაფორმალური შეხვედრა უელსში ტარდება. იქვეა ჩასული თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა გიული, რომელმაც აღნიშნა, რომ თურქეთი არ არის ევროკავშირის წევრი და, შესაბამისად, არ არის მოვალე, დაიცვას ევროკავშირის წესები, რომლებიც ითვალისწინებს პორტებისა და აერპორტების გაღებას ევროკავშირის ყველა წევრის, მათს შორის კვიპროსის გემებისა და ავიალაინერებისთვისაც. 3 ოქტომბერს იწყება მოლაპარაკება ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების საკითხზე.
XS
SM
MD
LG