Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველებს ესპანეთში შურისძიება სურთ


ვიქტორ ჩერეცკი, რადიო “თავისუფლებისთვის”, მადრიდი ესპანეთის პოლიცია მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, საქართველოს კრიმინალური ჯგუფები,

შურისძიების მიზნით, ესპანეთში იურისტებსა და პოლიციის წარმომადგენლებზე თავდასხმას ამზადებენ. ჩვენმა რუსმა კოლეგებმა მოგვაწოდეს ეს მასალა, რომელიც მადრიდიდან რადიო “თავისუფლების” რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ვიქტორ ჩერეცკიმ გამოგზავნა.

ავტორიტეტიანი გაზეთი “პერიოდიკო” იუწყება, პოლიციის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით, რომ ესპანეთისკენ ქართველ კილერთა ჯგუფი მიემართება. მათი ამოცანაა გაუსწორდნენ სახელმწიფო სასამართლო პალატის გამომძიებელს ფერნანდო ანდრეუს, კორუფციის საკითხთა პროკურორს ანტონიო სალინასს და კანონის სხვა დამცველებს, რომლებიც ივნისში ხელმძღვანელობდნენ ოპერაციას, სახელწოდებით “ბზიკი”. ამ ოპერაციის დროს ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში დააკავეს 28 კაცამდე, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები. ესპანეთის იურიდიული პოლიციის მთავარი ინსპექტორი ხუან რუედა მოგვითხრობს:

(რუედას ხმა)“ეს დაპატიმრებები დიდხანს და გულმოდგინედ მზადდებოდა. ვერასოდეს ვახერხებდით მსხვილი ბოსების აყვანას, წვრილფეხობა გვივარდებოდა ხოლმე ხელში. ამჯერად, ჩანს, მაღალ რანგს მივწვდით.”

დაპატიმრებულებს ესპანეთის ტერიტორიაზე ფულის “გარეცხვაში” ადანაშაულებენ.

http://www.elperiodico.com/default.asp?idpublicacio_PK=5&idioma=CAS&idnoticia_PK=238995&idseccio_PK=11&h=050901&c=Georgia
XS
SM
MD
LG