Accessibility links

logo-print

კვლავაც უცნობია ამერიკის სამ შტატში


კვლავაც უცნობია ამერიკის სამ შტატში გამანადგურებელი გრიგალის, "კატრინის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი.

კვლავაც უცნობია ამერიკის სამ შტატში გამანადგურებელი გრიგალის, "კატრინის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი.
ხელისუფალნი აცხადებენ, რომ ეს რიცხვი შესაძლოა ათასობით განისაზღვროს. ლუიზიანის შტატის ქალაქ ახალ ორლეანში ათასობით ადამიანი ორშაბათიდან სურსათის, სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გრიგალმა თითქმის მთლიანად დატბორა ქალაქი, სადაც ძალადობასა და ძარცვა-გლეჯას ბოლო არ უჩანს. შტატის გუბერნატორმა ბრძანა - საჭიროების შემთხვევაში ცეცხლი გაუხსნან მძარცველებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოთმინებისკენ მოუწოდა ლუიზიანის, მისისიპისა და ალაბამის მოსახლეობას { ჯორჯ ბუშის ხმა}: "რეგიონის აღდგენა შესაძლოა ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს. მძიმე შრომა, ძალისხმევა და მოთმინების გამოვლენაა საჭირო. აგრეთვე ბევრი ფულიცაა საჭირო. ფედერალური მთავრობა, თქმა არ უნდა, შეიტანს თავის წვლილს, თუმცა აუცილებელია, რომ კერძო სექტორმაც მიიღოს ამ ძალისხმევაში აქტიური მონაწილეობა", - განაცხადა ჯორჯ ბუშმა.
XS
SM
MD
LG