Accessibility links

გაეროს ატომური ენერგიის სააგენტო დღეს


გაეროს ატომური ენერგიის სააგენტო დღეს გამოშვებულ ანგარიშში აღნიშნავს,

გაეროს ატომური ენერგიის სააგენტო დღეს გამოშვებულ ანგარიშში აღნიშნავს,
რომ ირანი აგვიანებს პასუხს მისი ბირთვული პროგრამის შესახებ დასმულ შეკითხვებზე. ანგარიშში წერენ აგრეთვე, რომ გასული თვის შემდეგ ირანმა ტონობით გაზი გამოიყენა ურანის გამდიდრების პროცესისთვის. ირანმა გასულ თვეში განაახლა ურანის დამუშავება ისპაჰანის საწარმოში მას შემდეგ, რაც უარყო ევროკავშირის წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა წამახალისებელ ზომებს ეკონომიკის სფეროში, თუ ისლამური რესპუბლიკა უარს იტყოდა ურანის გამდიდრების გეგმაზე. გაეროს უწყების მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს უკვე მოჰყვა თეირანის გამოხმაურება: ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალი ლარიჯანიმ ანგარიშს "პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდა. მაგრამ, მისივე თქმით, ირანი გააგრძელებს გაეროს სააგენტოსთან თანამშრომლობას.
XS
SM
MD
LG