Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში შეხვდა ბესლანის


რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში შეხვდა ბესლანის სკოლაში ერთი წლის წინ დაღუპული ბავშვების დედებს.

რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში შეხვდა ბესლანის სკოლაში ერთი წლის წინ დაღუპული ბავშვების დედებს.
2004 წლის 1 სექტემბერს ბესლანის პირველ საშუალო სკოლაში შეიჭრა შეიარაღებული პირების ჯგუფი, რომელმაც მძევლები აიყვანა. მძევლების გათავისუფლების ოპერაციას 330-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულების უმრავლესობა ბავშვები იყვნენ. დღეს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაღუპულების დედებს უთხრა, რომ შეუძლებელია ტერორიზმისაგან ხალხის სრულად დაცვა. მისივე თქმით, ბესლანის ტრაგედიას ბოლომდე გამოიძიებენ: [პუტინის ხმა] “ამ საქმის ყველა გარემოება უნდა იქნეს გამოძიებული. თქვენ და რუსეთის მთელმა საზოგადოებამ უნდა მიიღოთ ინფორმაცია ამის შესახებ - ეს არის ჩვენი მიზანი და მას აუცილებლად მივაღწევთ”. პუტინი დაღუპული ბესლანელი ბავშვების დედებს დაჰპირდა, რომ შეიტყობენ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების ვინაობას.
XS
SM
MD
LG