Accessibility links

logo-print

ინციდენტით დასრულდა რუსეთის ტელეკომპანია "ენ-ტე-ვე"-ს


ინციდენტით დასრულდა რუსეთის ტელეკომპანია "ენ-ტე-ვე"-ს ჟურნალისტების მცდელობა,

ინციდენტით დასრულდა რუსეთის ტელეკომპანია "ენ-ტე-ვე"-ს ჟურნალისტების მცდელობა,
თელავის რაიონის სოფელ ნაფარაულის მოსახლეობისათვის ეჩვენებინათ ეროტიული ფილმი, რომელშიც მთავარი მოქმედი პირების პროტოტიპები არიან მიხეილ სააკაშვილი და იულია ტიმოშენკო - საქართველოს პრეზიდენტი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, ნაფარაულელებმა "ენ-ტე-ვე"-ს ჟურნალისტებს ვიდეოკამერა დაუმტვრიეს, ჟურნალისტები კი სოფლიდან გააძევეს. ნაფარეულის მოსახლეობის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ მისცემენ საქართველოს პრეზიდენტის გაშარჟების უფლებას. ასევე "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, რუსი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ ფილმზე რიგითი მოქალაქეების რეაქცია აინტერესებდათ.
XS
SM
MD
LG