Accessibility links

logo-print

ბესლანში დასრულდა სამდღიანი გლოვა, რომლითაც


ბესლანში დასრულდა სამდღიანი გლოვა, რომლითაც პატივი მიაგეს ერთი წლის წინ საშუალო სკოლაში დაღუპულების ხსოვნას.

ბესლანში დასრულდა სამდღიანი გლოვა, რომლითაც პატივი მიაგეს ერთი წლის წინ საშუალო სკოლაში დაღუპულების ხსოვნას.
331 დაღუპულის უმრავლესობა ბავშვები იყვნენ. დღეს ბესლანში ზარების რეკვა დაიწყო ზუსტად იმ დროს (თბილისის დროით 13:05 საათზე), როცა 2004 წლის 3 სექტემბერს სკოლაში პირველი აფეთქების ხმა გაისმა. ყკოლაში ჩეჩენ სეპერატისტებსა და მათს მომხრეებს სამი დღე მძევლად ჰყავდათ აყვანილი1100-მდე ადამიანი. მძევლების გათავისუფლების ოპერაციას კი მსხვერპლი მოჰყვა. ბესლანის სასაფლაოზე დღეს მემორიალი გაიხსნა. მოსკოვში კი პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია ყველა ტერაქტის აღკვეთა. მანვე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ ყოველ მოქალაქეს ეკისრება ქვეყნის უშიშროებისთვის პასუხისგმებლობა. პრეზიდენტი პუტინი გუშინ მოსკოვში შეხვდა ბესლანში დაღუპულების ახლობლებს და მათ მომხდარის სრულფასოვან გამოძიებას დაჰპირდა.
XS
SM
MD
LG