Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება სტიქიური


აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება სტიქიური უბედურებით დაზარალებულ რეგიონში მეტი მაშველის გაგზავნის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება სტიქიური უბედურებით დაზარალებულ რეგიონში მეტი მაშველის გაგზავნის შესახებ.
ლაპარაკია 7 000 ჯარისკაცისა და ეროვნული გვარდიის 10 000 წარმომადგენლის გაგზავნაზე. ისინი ჩადიან აშშ-ის მექსიკის ყურის სანაპიროზე, რომელსაც ორშაბათს დიდი ზარალი მიაყენა გრიგალმა "კატრინამ". დღეს გრძელდებოდა რეგიონის მოსახლეობის ევაკუაცია. აშშ-ის უშიშროების მინისტრ მაიკლ ჩერტოვის განცხადებით, მთავრობა ყველა ღონეს მიმართავს სიტუაციის ნორმალიზაციისათვის დაზარალებულ რეგიონში. გუშინ ეს რეგიონი პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოინახულა და აღიარა, რომ პირველი სამაშველო ოპერაციები მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. მანვე პირობა დადო, რომ რეგიონი სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის გრძელვადიან დახმარებას მიიღებს. მსხვერპლის რიცხვი ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ შიშობენ, რომ ათასობით ადამიანით განისაზღვრება.
XS
SM
MD
LG