Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის დამხობილი დიქტატორი, სადამ ჰუსეინი


ერაყის დამხობილი დიქტატორი, სადამ ჰუსეინი, 19 ოქტომბერს წარდგება სასამართლოს წინაშე

ერაყის დამხობილი დიქტატორი, სადამ ჰუსეინი, 19 ოქტომბერს წარდგება სასამართლოს წინაშე
მასობრივ მკვლელობაში ბრალდების საფუძველზე. ერაყის მთავრობის პრეს-მდივანმა ლაით კუბამ დღეს განაცხადა, რომ ბრალდება უკავშირდება 143 ერაყელის დახოცვას. ყოფილ დიქატატორთან ერთად სასამართლოს წინაშე წარდგება მასთან დაახლოებული რამდენიმე პირი. სადამ ჰუსეინს, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, სასიკვდილო განაჩენი ემუქრება. ასევე ერაყის შესახებ იუწყებიან, რომ მეასმე დღეა, გრძელდება შეტაკებები ქალაქ ტალ-აფარში. ამერიკელი და ერაყელი ოფიციალური პირები მოსახლეობას ქალაქიდან წასვლისაკენ მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG