Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის ცენტრალური საარჩევნო კომისია არ


ეგვიპტის ცენტრალური საარჩევნო კომისია არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებზე

ეგვიპტის ცენტრალური საარჩევნო კომისია არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებზე
მეთვალყურეებად დაუშვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამ ნაბიჯით კომისია უგულვებელყოფს ეგვიპტის ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეგვიპტის ისტორიაში პირველად, 7 სექტემბერს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები რამდენიმე კანდიდატის მონაწილეობით. ამჟამინდელ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გარდა არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძოლებს 8 პოლიტიკური მოღვაწე.
XS
SM
MD
LG