Accessibility links

logo-print

ირანი გააგრძელებს მუშაობას ურანის გამდიდრების


ირანი გააგრძელებს მუშაობას ურანის გამდიდრების პროცესზე.

ირანი გააგრძელებს მუშაობას ურანის გამდიდრების პროცესზე.
ამის შესახებ კვირას განაცხადა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალი ლარიჯანიმ. ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა ასეფიმ კი აღნიშნა, რომ ირანი არ დაემორჩილება აშშ-ისა და ევროკავშირის მხრივ ზეწოლას და არ შეწყვეტს მუშაობას ბირთვულ პროგრამაზე. აშშ და ევროკავშირი საჭიროდ მიიჩნევენ ირანის ბირთვული პროგრამის განხილვას გაეროს უშიშროების საბჭოში, რომელმაც, შესაძლოა, შემოიღოს სანქციები ირანის წინაღამდეგ.
XS
SM
MD
LG