Accessibility links

ავღანეთში ოფიციალური პირების განცხადებით, თალიბებმა


ავღანეთში ოფიციალური პირების განცხადებით, თალიბებმა 10 ადამიანი, მათ შორის დეპუტატობის კანდიდატი მოკლეს

ავღანეთში ოფიციალური პირების განცხადებით, თალიბებმა 10 ადამიანი, მათ შორის დეპუტატობის კანდიდატი მოკლეს
სამხრეთ პროვინციებში განხორციელებული იერიშებისას. საარჩევნო უწყების პრეს-მდივნის განცხადებით, დეპუტატობის კანდიდატ ჰაბიბულა იანს დღეს დაესხნენ თავს სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში. ასევე ჰელმანდში 5 ადამიანი, მათ შორის უშიშროების უწყების ხელმძღვანელი, მისი შვილი და სამი მცველი მოკლეს. სამი კაცი კი სიცოცხლეს გამოასალმეს ზაბულის პროვინციაში, როცა მეამბოხეებმა შაბათს ავტოკოლონაზე იერიში განახორციელეს. თალიბი მეამბოხეების პრეს-მდივანმა, ლატიფულა ჰაკიმიმ იკისრა ჰელმანსა და ზაბულში თავდასხმების პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG