Accessibility links

logo-print

აშშ-ში სამხედრო შვეულმფრენები და მაშველების


აშშ-ში სამხედრო შვეულმფრენები და მაშველების რაზმები დაეძებენ ქალაქ ახალ ორლეანში გადარჩენილებს. თითქმის ერთ კვირაში მას შემდეგ,

აშშ-ში სამხედრო შვეულმფრენები და მაშველების რაზმები დაეძებენ ქალაქ ახალ ორლეანში გადარჩენილებს. თითქმის ერთ კვირაში მას შემდეგ,
რაც ახალ ორლეანს გრიგალი "კატრინა" დაატყდა, დატბორილ ქუჩებში ჯერ კიდევ გვამები მოჩანს, მაშველები კი სამხედრო შვეულმფრენებიდან ცდილობენ, სასმელი წყალი და საკვები მიაწოდონ გადარჩენილებს. იუწყებიან ასევე, რომ დღეს დაიწყო დაღუპულების მოგროვება და დათვლა. ჯერ არავინ იცის, რამდენი კაცის სიცოცხლე შეიწირა "კატრინამ", ან რამდენი კაცი მოელის შველას. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ დაღუპულია ათასობით ადამიანი. მას შემდეგ, რაც მკაცრი კრიტიკა მოჰყვა სტიქიურ უბედურებაზე ვაშინგტონის რეაქციას, საშინაო უშიშროების მინისტრმა მაიკლ ჩერტოვმა დღეს აღიარა, რომ ადმინისტრაცია ჯერაც არ არის მზად კატასტროფასთან გასამკლავებლად. იუწყებიან ასევე, რომ აშშ-მა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას სთხოვა ხელშეწყობა გრიგალის მსხვერპლთა დახმარების საქმეში. დახმარებისათვის მზადყოფნა გამოთქვა მრავალმა სახელმწიფომაც.
XS
SM
MD
LG