Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომში გაიმართა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის


ბორჯომში გაიმართა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის სხდომა.

ბორჯომში გაიმართა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის სხდომა.
მას საქართველო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. დღესვე პრეზიდენტმა ბორჯომის ცენტრში გახსნა ილია ჭავჭავაძის ძეგლი და შეეხო საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განხილულ საკითხებსაც: [მიხეილ სააკაშვილის ხმა] "პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დღეს ჩვენ ჩავატარეთ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის სხდომა. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა იმისა, თუ საიდან მოვდივართ, რა ეტაპები გვაქვს კიდევ გასავლელი და სად მიდის საქართველო. ჩვენი საბოლოო მიზანია ქვეყნის გამთლიანება. ამ მიზნისათვის ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და ჩვენ ზუსტი ხედვა გვაქვს, რა უნდა გაკეთდეს წელს, რა უნდა გაკეთდეს მომავალ წელს, რა უნდა გაკეთდეს ამ პარლამენტის უახლოესი წლების განმავლობაში მომავალ საპარლამენტო ვადამდე".
XS
SM
MD
LG