Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ გაიმართა


თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ გაიმართა საპროტესტო აქცია-კონცერტი,

თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ გაიმართა საპროტესტო აქცია-კონცერტი,
რომლის მონაწილეების უკმაყოფილებასაც იწვევს გადაწყვეტილება ამ სასახლის ქორეოგრაფიული სასწავლებლისთვის გადაცემის შესახებ. როგორც ჩვენი კოლეგა თამარ ჩიქოვანი იუწყება, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ მრავალი ადამიანი შეიკრიბა, სასახლის აღსაზრდელებმა კონცერტი გამართეს: [თამარ ჩიქოვანის ხმა] "არის ძალიან დიდი გულისტკივილი გამოხატული ნინო ანანიაშვილის მიმართ. ბავშვებს აქვთ ასეთი დევიზი, თუ შეკითხვა პრიმაბალერინას მიმართ: "ქალბატონო ნინო, აირჩიე: ოდეტა იქნები, თუ ოდილია?" ანუ, ბავშვები თვლიან, რომ თუ ქალბატონი ნინო ანანიაშვილი თავად იტყვის უარს ამ შენობის დაკავებაზე, მაშინ სასახლეს მათ, უბრალოდ, ვერავინ ვერ წაართმევს. ძირითადი მოთხოვნა კი ის არის, რომ "სასახლე ჩვენია!" იუწყება ჩვენი თბილსელი კოლეგა, თამარ ჩიქოვანი დღეს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან გამართულ საპროტესტო აქციაზე. დღესვე სასახლის გარშემო ვნებათაღელვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა ბორჯომში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომასთან დაკავშირებით მყოფმა ნინო ბურჯანაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ. [ნინო ბურჯანაძის ხმა] "ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს პრეზიდენტმა ბრძანა უმრავლესობის შეხვედრის დროს, რომ არ შეიძლება ეს საკითხი ხელაღებით გადაწყდეს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაწყდეს ისე, რომ ერთი მოსწავლეც კი დაზარალებულად გრძნობდეს თავის თავს და მან გასცა განსაკუთრებული განკარგულება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საკითხი ძალიან სერიოზულად იყოს შესწავლილი და მხოლოდ ისე გადაწყდეს, რომ სამართლიანობაში ეჭვი არ შეეპაროს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში აღზრდილ ან აღსაზრდელ არც ერთ ახალგაზრდას. ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და პრეზიდენტმა დღეს უმრავლესობის სხდომაზე ბრძანა, რომ ის დამატებით, კიდევ დაავალებს აღნიშნული საკითხის შესწავლას."
XS
SM
MD
LG