Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გავრცელდა ცნობა, რომ ქართულ-ოსური


დღეს გავრცელდა ცნობა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან კიდევ ერთი ბავშვი გაიტაცეს. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა,

დღეს გავრცელდა ცნობა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან კიდევ ერთი ბავშვი გაიტაცეს. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა,
რომ ბავშვი - ლევან ცაციაშვილი - შინ დაბრუნდა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტება ვთხოვეთ ჩვენს გორელ კორესპონდენტს, გოგა აფციაურს. [გოგა აფციაურის ხმა] "სოფელ ქვეშში მაცხოვრებელი 15 წლის ლევან ცაციაშვილი 3 სექტემბერს სახლიდან მდინარეზე სათევზაოდ წავიდა და აღარ გამოჩენილა. იგი ოჯახს მხოლოდ 4 სექტემბერს, შუადღისთვის დაუბრუნდა. ლევანი ნაცემი და შეშინებული იყო. კონფლიქტის ზონიდან თავდაპირველად ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდებოდა. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი ოსი კრიმინალების მიერ ლევან ცაციაშვილის გატაცების ფაქტს უარყოფდა და აცხადებდა, რომ მას მხოლოდ გზა აებნა და სოფელში ატეხილი პანიკა უსაფუძვლო იყო. თუმცა, მოგვიანებით მისივე მოადგილემ განაცხადა, რომ ცაციაშვილის გათავისუფლების ოპერაციაში ქართულმა პოლიციამ ოს კოლეგებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. სოფელი ქვეში ოსური სოფლის, არცევის გვერდით მდებარეობს. გასულ წელს ლევან ცაციაშვილის მამა ოსი ეროვნების გივი ქუმარიტოვმა მოკლა, რომელიც ამჟამად სასჯელს ქართულ ციხეში იხდის. ამიტომ ცაციაშვილების ოჯახი ანგარიშსწორების ვერსიასაც არ გამორიცხავდა. თავად ლევანი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ იგი სამმა შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც ოსურად ლაპარაკობდნენ, გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცა. არც სპეცოპერაციის დეტალებია ცნობილი. მხოლოდ ის არის ცხადი, რომ ბავშვი სახლში საკუთარი ფეხით მივიდა".
XS
SM
MD
LG