Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე ჩამოვარდა სამგზავრო


ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი,

ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი,
რის შედეგადაც, დაზუსტებული ცნობებით, 149 ადამიანი დაიღუპა: მათგან 102 თვითმფრინავში იმყოფებოდა, ხოლო 47 -მიწაზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გადარჩა თვითმფრინავში მყოფი 15 მგზავრი. ავიაკომპანია "მანდალა ერლაინსის" კუთვნილ "ბოინგ-737"-ს ქალაქ მედანიდან ჯაკარტისკენ ეჭირა გეზი, როცა აფრენიდან ერთი წუთის შემდეგ აეროპორტის მახლობენ რაიონში ჩამოვარდა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ცეცხლის ალში გაახვია. დაღუპულთა შორის არიან ჩრდილოეთი სუმატრის გუბერნატორი და მისი წინამორბედი. მიმდინარეობს კატასტროფის მიზეზების გამოძიება.
XS
SM
MD
LG