Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში კოალიციის


სამხრეთ ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში კოალიციის ძალებთან მომხდარი შეტაკებისას სულ ცოტა 12 თალიბი იქნა მოკლული, 9 - ტყვედ აიყვანეს.

სამხრეთ ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში კოალიციის ძალებთან მომხდარი შეტაკებისას სულ ცოტა 12 თალიბი იქნა მოკლული, 9 - ტყვედ აიყვანეს.
სამხედროების მონაცემებით, თალიბები, 18 სექტემბრისათვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, ტერორისტული აქტებისა და საარჩევნო უბნებზე თავდასხმებისათვის ემზადებოდნენ. სამშვიდობო ძალების სარდლობას მიაჩნია, რომ ავღანეთის სამხრეთ პროვინციებში აუცილებელია ნატოს დამატებითი სამხედრო შენაერთების განთავსება. ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ კიდევ 9 მილიონ ევროს გამოყოფს ავღანეთში არჩევნების ჩასატარებლად.
XS
SM
MD
LG