Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის სამხედრო ტრიბუნალმა კორუფციის ბრალდებით


აზერბაიჯანის სამხედრო ტრიბუნალმა კორუფციის ბრალდებით სამიდან რვა წლამდე სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების სამსახურის 14 ოფიცერს.

აზერბაიჯანის სამხედრო ტრიბუნალმა კორუფციის ბრალდებით სამიდან რვა წლამდე სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების სამსახურის 14 ოფიცერს.
განაჩენი ორშაბათს გამოქვეყნდა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიიღო, ხოლო კიდევ ორი სხვა - ტრიბუნალმა დააჯარიმა. ვექილებმა განაცხადეს, რომ გაასაჩივრებენ განაჩენს. წაყენებული ბრალდების თანახმად, 17 ოფიცერი ქრთამებს ღებულობდა ახალგაზრდა წვევამდელებისაგან, რომლებიც ცდილობდნენ თავი დაეძვრინათ სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან; ამ მიზნით, ხსენებული ოფიცრები, თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, წვევამდელთა საბუთებს აყალბებდნენ. აზერბაიჯანის პროკურატურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ხსენებულმა სასამართლო პროცესმა ცხადყო, რაოდენ მოწადინებული მთავრობა - ბოლო მოუღოს შეიარაღებულ ძალებში კორუფციას. თუმცა ოპოზიციის ცცალკეულ ლიდერებსა და ადამიანის უფლებათა მოძრაობის აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ხსენებულ სასამართლო პროცესს პოლიტიკური სარჩული უდევს და გამიზნულია გაწმინდოს შეიარაღებული ძალები იმ პირებისაგან, ვინც ბოლომდე არაა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ერთგული.
XS
SM
MD
LG