Accessibility links

logo-print

ვლადიმირ პუტინმა კვლავ განაცხადა, რომ


ვლადიმირ პუტინმა კვლავ განაცხადა, რომ არ იყრის კენჭს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში,

ვლადიმირ პუტინმა კვლავ განაცხადა, რომ არ იყრის კენჭს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში,
- ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი "ტაიმსი" წერს დღევანდელ ნომერში. ორშაბათს კრემლში, უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას პუტინმა ხაზგასმით განაცხადა, რომ არ აპირებს კონსტიტუციის შეცვლას იმისთვის, რათა მესამე ვადით დარჩეს ხელისუფლების სათავეში. გაზეთი აღნიშნავს ამასთანავე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთს მოუწოდა - არ ჩაერიოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საშინაო საქმეებში, და თან უარყოფითი შეფასება მისცა "ნარინჯისფერი რევოლუციის" შემდეგ უკრაინაში შექმნილ ვითარებას.
XS
SM
MD
LG