Accessibility links

logo-print

სამხრეთი კორეის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით


სამხრეთი კორეის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ წამოაყენა წინადადება,

სამხრეთი კორეის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ წამოაყენა წინადადება,
რომ მრავალმხრივი მოლაპარაკება ფხენიანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით 13 სექტემბერს განახლდეს პეკინში. ცნობაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკების მასპინძელმა - ჩინეთმა მიიღო ჩრდილოეთი კორეის წინადადება და სამხრეთი კორეის მთავრობას გადასცა იგი. მოლაპარაკების მეოთხე წრე, კორეის ორი სახელმწიფოს, შეერთებული შტატების, ჩინეთის, რუსეთისა და იაპონიის მონაწილეობით 7 აგვისტოს დასრულდა სამკვირიანი შუალედით. მაგრამ კომუნისტურმა ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი კვირით გააგრძელა ეს შუალედი და გამოაცხადა, რომ მოლაპარაკება 13 სექტემბერს განახლდება.
XS
SM
MD
LG