Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ვენაში გაეროს ეგიდით გაიხსნა


დღეს ვენაში გაეროს ეგიდით გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში 1986 წლის 26 აპრილს მომხდარი კატასტროფის შედეგებს იხილავს.

დღეს ვენაში გაეროს ეგიდით გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში 1986 წლის 26 აპრილს მომხდარი კატასტროფის შედეგებს იხილავს.
კონფერენციას გაეროს რვა უწყების, აგრეთვე უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსიის წარმომადგენლები ესწრებიან. ორშაბათს, გაეროს 8 უწყებამ გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება, რომელშიც მედიკოსთა უკანასკნელი დასკვნების თანახმად, ჩერნობილის ავარიას საბოლოო ჯამში 4,000-დე ადამიანის სიცოცხლე შეეწირება. თუმცა, როგორც ფორუმის ცალკეულმა მონაწილეებმა განაცხადეს, შეუძლებელია შეაფასო ხალხისადმი მიყენებული ფსიქოლოგიური ზარალი. აი რა განაცხადა ვენაში მიმდინარე კონფერენციაზე ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ფრედ მეტლერმა {ფრედ მეტლერის ხმა}: "ჩვენი ძირითადი რეკომენდაციები შემდეგია: არ შეიძლება ამ საშინელი ტრაგედიის დავიწყება და არის ისეთი ზომები, რომელთა განხორციელება აუცილებელია მომავალში. დაზარალებულ ზონაში, სადაც ფსიქიური და ფსიქოლოგიური პრობლემები ჭარბობს, უნდა მოხდეს იმის გაანგარიშება, თუ რა თანხები იხარჯება ამჟამად, და მოხდეს მათ გადანაწილება საჭიროების მიხედვით". ვენაში მიმდინარე კონფერენციას გაეროს სხვა უწყებებთან ერთად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, მსოფლიო ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებიან.
XS
SM
MD
LG