Accessibility links

logo-print

ახალი ორლეანის ერთ-ერთი რაიონის მცხოვრებლებს


ახალი ორლეანის ერთ-ერთი რაიონის მცხოვრებლებს ორშაბათს მისცეს უფლება - დაბრუნდნენ და შეაფასონ, რა ზარალი მიაყენა გრიგალმა "კატრინამ" მათ სახლებს.

ახალი ორლეანის ერთ-ერთი რაიონის მცხოვრებლებს ორშაბათს მისცეს უფლება - დაბრუნდნენ და შეაფასონ, რა ზარალი მიაყენა გრიგალმა "კატრინამ" მათ სახლებს.
თავად ქალაქში, რომელიც კვლავაც დახურულია, საინჟინრო ჯარის ნაწილებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს წყალდიდობის შედეგად დაზიანებული კაშხლების აღდგენის საქმეში. დატბორილი უბნებიდან წყლის ამოტუმბვა დაიწყეს. ახალი ორლეანის მესვეურნი არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა ათი ათასამდე გაიზარდოს. ორშაბათს პრეზიდენტი ბუში ლუიზიანის შტატში ჩავიდა და განაცხადა, რომ მთავრობა იხმარს ყველა შესაძლო ღონეს, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს გამანადგურებელი გრიგალით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია.
XS
SM
MD
LG