Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილს სააკაშვილმა დღეს


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილს სააკაშვილმა დღეს მოითხოვა, დაუყოვნებლივ მოეწყოს გამოძიება მწერალ ირაკლი კაკაბაძის ცემასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილს სააკაშვილმა დღეს მოითხოვა, დაუყოვნებლივ მოეწყოს გამოძიება მწერალ ირაკლი კაკაბაძის ცემასთან დაკავშირებით.
ტელეკომპანია 202-ის წამყვანი ირაკლი კაკაბაძე წუხელ ღამით სცემეს დაუდგენელმა პირებმა. თავდასხმის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. თავად კაკაბაძემ დღეს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ჩვეულებრივი კრიმინალი იყო. მაგრამ მოგვიანებით, მან თქვა, რომ სამართალდამცავი ორგანოები საქმის ვითარების გაყალბებას ცდილობს. დღესვე კაკაბაძის მეგობარმა, ზაალ ბაიდოშვილმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, პროკურატურას ოთხი სხვადასხვა შინაარსის ჩვენება მისცა. ერთ-ერთ მათგანში მან თქვა, რომ კაკაბაძემ მას მიმართა წინადადებით, მომხდარი ინციდენტი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოეყენებინათ.

XS
SM
MD
LG