Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ეგვიპტეში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები


დღეს ეგვიპტეში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც რამდენიმე კანდიდატი მონაწილეობს,

დღეს ეგვიპტეში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც რამდენიმე კანდიდატი მონაწილეობს,
რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ამ ქვეყნის ისტორიაში. სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას ათი კანდიდატი უმიზნებს, თუმცა მოელიან, რომ 77-წლის ჰოსნი მუბარაკი, ნახევარი საუკუნე რომ მართავს ქვეყანას, პრეზიდენტის სავარძელს შეინარჩუნებს. აქამდე, არჩევნები ეგვიპტეში რეფერენდუმის ფორმატით ტარდებოდა - ერთადერთ კანდიდატს, პარლამენტი ასახელებდა ფორმალურად. ჰოსნი მუბარაკმა ამჟამინდელ არჩევნებს - დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებისკენ გადადგმული ახალი ნაბიჯი უწოდა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა. მეთვალყურეთა თქმით, მთლიანობაში კენჭისყრა ნორმალურად ჩატარდა, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა გარკვეულ დარღვევებს.
XS
SM
MD
LG