Accessibility links

logo-print

წყალი დატბორილ ახალ ორლეანში, ექსპერტთა


წყალი დატბორილ ახალ ორლეანში, ექსპერტთა მონაცემებით, ქიმიკატების, ბენზინისა და დამპალი პროდუქტების ტოქსიკურ ნარევს წარმოადგენს.

წყალი დატბორილ ახალ ორლეანში, ექსპერტთა მონაცემებით, ქიმიკატების, ბენზინისა და დამპალი პროდუქტების ტოქსიკურ ნარევს წარმოადგენს.
ამდენად, ქალაქში ეპიდემიის გავრცელების რეალური საფრთხე შეიქმნა. პოლიცია და ეროვნული გვარდიის წევრები მზად არიან იძულებით გაიყვანონ ქალაქიდან ათი ათასამდე მოქალაქე, რომლებიც თავიანთი სახლების დატოვებაზე ამბობენ უარს. პრეზიდენტმა ბუშმა გადაწყვიტა 50 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვოს კონგრესს იმ ზარალის სალიკვიდაციოდ, რაც გამანადგურებელმა გრიგალმა "კატრინამ" მიაყენა ლუიზიანის, მისისიპისა და ალაბამის შტატებს. რუსეთის ორმა თვითმფრინავმა დღეს 40 ტონა ტვირთი - სურსათი, საბნები და მრავალადგილიანი კარვები ჩაიტანა შეერთებულ შტატებში.
XS
SM
MD
LG