Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დღეს ცნობილი საველე მეთაურის


ავღანეთში დღეს ცნობილი საველე მეთაურის - აჰმად შაჰ მასუდის გარდაცვალების მეოთხე წლისთავი აღნიშნეს.

ავღანეთში დღეს ცნობილი საველე მეთაურის - აჰმად შაჰ მასუდის გარდაცვალების მეოთხე წლისთავი აღნიშნეს.
მასუდი ერთ-ერთი ლიდერი იყო ეგრედ წოდებული "ჩრდილოეთის ალიანსისა", რომელმაც თალიბების რეპრესიული რეჟიმი დაამხო ავღანეთში. სამგლოვიარო ცერემონიალზე გამოსვლისას, ქაბულში, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა {ჰამიდ კარზაის ხმა}: "ეს დიდი გამარჯვება არ ყოფილა ადვილი - ავღანეთის ათასობით შვილმა ერის თავისუფლების, ეროვნული თვითმყოფადობისა და ღირსებისთვის საკუთარი სიცოცხლე გასწირა". აჰმად შაჰ მასუდი 2001 წლის 9 სექტემმბერს იქნა მოკლული აფეთქების შედეგად, რომელიც როგორც ვარაუდობენ, "ალ-ყაიდის" თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყეს.
XS
SM
MD
LG